Добавить новость
123ru.net
News.ge
Сентябрь
2023
1 2 3
4
5
6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30

ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა – სანქციებზე მისი შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი

0

ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2017 წელს მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა თორდიას განცხადებით, არცერთ საქმეზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა.

„თავდასხმა როცა მოხდა და ყველა შემდგომმა პროცესმა, რომელიც საზოგადოებისთვის ნათელია, როგორც განხორციელდა მართლმსაჯულება, გამოძიება, საქმის წარმოება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები. ის გამართლებული იქნა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით ამ საქმესთან დაკავშირებით, ფორმალურად იყო ეს მართლმსაჯულება წარმართული. მუხლიც იმ დონის ჰქონდა წაყენებული, რომ საბოლოო შედეგი არ დადგებოდა ის, რასაც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დანაშაული. ყველა სხვა საქმეც, რომელიც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძეს, კორუფციული გარიგებები იქნება ეს თუ ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე იქნება, არცერთ საქმეზე საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა. ჩემს შემთხვევაში იძულებული გახდნენ მეტ-ნაკლებად ფორმალური პროცედურები გაევლოთ ვითომ მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოსი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია გადაცემა „360 გრადუსში“ ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული.

ლაშა თორდიამ ოთარ ფარცხალაძის განცხადებებს „სრული ბოდვა და სისულელე“ უწოდა.

„როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ ოთარ ფარცხალაძე სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს? ლაშა თორდიამ ან ვიღაცამ უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტს და მათ ეს სანქციები დააწესეს? რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამაზე იყოს საუბარი. ეს შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

«Объединяем Россию!». Как столица отметит День молодёжи


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Уроженка Тамбова Арина Родионова вышла во второй круг квалификации Уимблдона


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Землевладельцев Щелкова предостерегли от нарушений правил обращения с отходами





Путин в России и мире
Москва

Замглавы МИД России и посол Южной Кореи обсудили визит Путина в КНДР


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Все решено»: Лукашенко поблагодарил Лаврова за важное для Белоруссии решение




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Запад до последнего будет закрывать глаза на зверства режима Зеленского": Мария Захарова ответила Киеву после атаки на Севастополь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Шарлот из СИЗО анонсировал гастрольный тур на июль



Москва

Путин посетил Троице-Сергиеву лавру и поклонился «Троице» Рублева

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net