მედვედევი: თუ ნატო Patriot-ის სისტემებს უკრაინას მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ნატოს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემთხვევაში, მათი განადგურებით ემუქრება.
მედვედევის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ დასავლეთი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.
„როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატოს პერსონალთან ერთად პატრიოტის კომპლექსებით მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. იმედი მაქვს, რომ ატლანტიკური იმპოტენტები ამას გაიგებენ“, – აცხადებს მედვედევი.