ლაშა ბუღაძე: მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მკვლელია და სხვა არაფერი…
0
“ქართული ლიტერატურა ქალზე ძალადობის აღწერით – ქალის მკვლელობით იწყება. მკვლელი კაცის მხილება 15 საუკუნის წინ დავიწყეთ და ამ მხრივ არათუ წინ წავედით, არამედ ისევ სადღაც ბნელეთში ვართ ჩარჩენილები – პირველყოფილ ინსტინქტებში, როცა მკვლელს, თავისი პირუტყვობისა და განუვითარებლობის გამო, რაიმეს არგუმენტად მიაჩნია მკვლელობა. შემთხვევითი არაა, რომ კაცები უმეტესად “პერფორმატულად” კლავენ ქალებს – საჯარო სივრცეში ესხმიან თავს და “სახალხოდ სჯიან”, რადგან დრამას ქმნიან ამით, ვიღაცას უმტკიცებენ (ზოგჯერ მენტალიტეტით მათნაირვე წრეს), რომ შური იძიეს, “კაცები არიან” და არავის არაფერი არ შეარჩინეს… არადა, პრიმიტივები არიან, ბანალური არარაობები, რომელთაც ქალის უარი და თავისუფლება ვერ აუტანიათ.
ამიტომ უთუოდ გასაგები უნდა იყოს მათი მოწოდება, ვინც გვთხოვს, რომ ამგვარი დანაშაულები ზედმეტი მხატვრული დეტალების აღწერის გარეშე, მშრალად გავაშუქოთ მედიაში. მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მკვლელია და სხვა არაფერი…
ვისაც დრო და შესაძლებლობა გაქვთ, შეუერთდით დღევანდელ მარშს,” – წერს აოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.