ვლადიმერ პუტინი რამზან კადიროვთან სამუშაო შეხვედრას გამართავს
0
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მალე ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
„რამზანს მალე შევხვდები. მაქვს სამუშაო შეხვედრა მასთან“, – განაცხადა პუტინმა ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროების დედებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დამსახურებაა, რომ ჩეჩნეთში „ვითარება ნორმალიზებულია“.