“ფანტაზიის ნაყოფია, ეს ძალიან მაბრაზებს”, – რას ამბობენ “გვირგვინის” შესახებ
დედოფალ ელისაბედის დიდი ხნის მეგობარი ენ გლენკონერი ამბობს, რომ სერიალი “გვირგვინი” თავიდან ბოლომდე ფანტაზიის ნაყოფია და რეალობას აცდენილია.
“მთელი უბედურება ისაა, რომ ამერიკაში ადამიანებს ეს სიმართლე ჰგონიათ. მე ამ სერიალს არ ვუყურებ, რადგან ეს ძალიან მაბრაზებს”, – ამბობს ენი, რომელიც სამეფო ოჯახთან მრავალი ათეული წელია დაახლოვებულია. იგი დედოფლის კორონაციაზეც საპატიო სტუმარი იყო, 1953 წელს.
მან ასევე ჰელენა ბონემ კარტერთან შეხვედრაც გაიხსენა, როდესაც მსახიობს პირადად ესაუბრა და პრინცესა მარგარეტის შესახებ უამბო. ჰელენამ მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა თავად სერიალთან დაკავშირებით.
“მე ვუთხარი, რომ ეს იმედგაცრუება იყო, მან კი მიპასუხა, რომ ეს იცოდა, მაგრამ მსახიობი იყო და თავისი საქმე უნდა შეესრულებინა”, – დაამატა ენმა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში.
თავად სერიალის შემქნელებს დოკუმენტურ თხრობაზე პრეტენზია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ყველა ეპიზოდი რეალური ფაქტებითაა შთაგონებული. ბოლო სეზონი, რომელიც ამჟამად Netflix-ზე შეგიძლიათ იხილოთ, გასული საუკუნის 90-იან წლებში სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ეხება და სამი მთავარი პერსონაჟის ურთიერთობის, მათ შორის არსებული დაძაბულობის და სამეფო სკანდალების შესახებ გვიამბობს. ამ სეზონში პრინცესა დაიანას ცხოვრების ლეგენდარული მომენტებია გაცოცხლებული.
წყარო/ფოტო: People