ცაგერის მერი, გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს
0
ამის შესახებ გიორგი ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ეს პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას, ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას არ უკავშირდება.
როგორც ნემსაძე წერს, სჯერა, რომ “ქართული ოცნება” საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი ძალაა და გუნდის რიგით წევრად რჩება.
“მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!
მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.
პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო,” – აცხადებს გიორგი ნემსაძე.