Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

შსს ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს.

აღნიშნულის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციულ ბერკეტს, როგორიც არის შემაკავებელი ორდერი, წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ მსგავსი ორდერების გამოცემის, ასევე სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.

გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების იმისათვის რომ, თითოეული შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დარჩეს, თითოეულ ძალადობის ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება, მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრო თვალს უსწორებს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში კვლავ არის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ გამოწვევებს რაც კვლავ გვაქვს და ვხედავთ გამოსავალს თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს – ეს არის ჩვენი ერთიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოწვევაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ თუ იძალადა მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება და ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს რომ მას შეუძლია შეაჩეროს მოძალადე. ეს გამოწვევა ყველას გვეხება და ის არ არის განცალკევებით რომელიმე ერთი უწყების.

პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემა – ეს ყველას, ჩვენი დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა.

მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ არა ქალზე ძალადობს”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით – “არა ქალზე ძალადობას!“

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации


Спорт в России и мире
Москва

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт в музее им. П.И. Чайковского



Москва

Появились кадры с места аварийной посадки самолета Piper в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net