Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

თიბისი-ს მხარდაჭერით CAMEX Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება

0

CAMEX Airlines-ი, ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია საქართველოში,
საერთაშორისო კომპანია CAMEX International-ის სტარტაპ პროექტია, რომელიც
თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით
მოემსახურება.
CAMEX International-ი, კამექსის სახელით, თითქმის 20 წელიწადია,
საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით ოპერირებს
ავიაგადაზიდვების სფეროში.
737-800 ბოინგის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვა კამექსმა 2020 წელს,
პანდემიური შეფერხებების გამო გადაწყვიტა. დღეს კი კომპანიის
დამფუძნებლები ამ ნაბიჯის დადებით შედეგებზე თამამად საუბრობენ.
„2020 წლის მარტში, როცა პანდემია გამოცხადდა და ტვირთის გადაზიდვა
გართულდა, CAMEX International-მა შეიმუშავა სატვირთო თვითმფრინავის
ექსპლუატაციის პროექტი და დაიწყო ინვესტორების მოძიება. პროექტი ჯერ
ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს წარვუდგინეთ, რომელიც
მალევე დათანხმდა ჩვენთან პარტნიორობას. იმავდროულად, მივმართეთ
თიბისი ბანკს. მათაც გავაცანით გეგმები, რომ გვსურდა, გამოგვეყენებინა მათი
რესურსი პროექტში ინვესტირებისთვის.
თიბისი გვენდო და სტარტაპს მხარი დაუჭირა. პროექტი წარმატებით
განხორციელდა და დღეს პირველი საკუთარი საჰაერო ხომალდი გვყავს. ჩვენს
განკარგულებაშია ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა საჭირო რგოლი – სასაწყობე
მეურნეობა, გადაზიდვა და დისტრიბუცია, რაც უფრო მეტ ოპერატიულობასა და
მომხმარებლისთვის შედარებით ხელსაყრელი ფასის შეთავაზებას ნიშნავს. ეს
ყველაფერი კი მომავალში უფრო მეტ ხარისხს, მეტ დასაქმებულ ადამიანსა და
მომსახურების არეალის გაზრდასაც გულისხმობს“, – ამბობს კომპანია CAMEX
Ailirnes-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე.
მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული
შტატებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან
საქართველოში ის ძირითადი სერვისია, რომლითაც კამექსს საქართველოსა თუ
მის საზღვრებს გარეთ იცნობენ. რეგიონში ლიდერის პოზიციის დაკავებაში

კამექსს ხელი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან – AliExpress, Chapman Freeborn
და Kühne + Nage მუდმივმა პარტნიორობამაც შეუწყო. ახლა უკვე საკუთარი
საჰაერო ხომალდით, CAMEX Airlines-ი ადგილობრივ და საერთაშორისო
მომხმარებელს სთავაზობს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს, ნებისმიერი
სახის ტვირთის გადასაზიდად. ავიაკომპანიამ პირველი ჩარტერული რეისი
აგვისტოში შეასრულა.
ავიაკომპანიას პირდაპირი კავშირები აქვს ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან,
როგორიცაა ფრანკფურტი, კიოლნი, ლიეჟი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის და
ინდოეთის ქალაქები, თელ-ავივი, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების
კიდევ უფრო გაზრდას.
წარმატების მთავარ ფორმულად გიორგი სეთურიძე კამექსის გუნდს მიიჩნევს,
რომელიც კომპეტენტური და საქმეზე შეყვარებული ადამიანებისგან შედგება და
მათზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.
„ჩვენი კომპანიის მთავარი რესურსი არის გუნდი – პროფესიონალები, რომელთა
შეფასების შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს სალიზინგო კომპანიებმა, მათ შორის,
ისეთმა ლიდერმა, როგორიცაა BBAM. მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა
სალიზინგო კომპანიამ სარგებლობაში გადმოგვცა საჰაერო ხომალდი. ეს იყო
ჩვენი დიდი წარმატება – მათ აღიარეს ჩვენი გუნდი, რომელიც ოპერირებას
გაუწევს თვითმფრინავს. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის საჭირო
ყველა ლიცენზია უკვე მოპოვებული გვაქვს, მათ შორის, EASA-ს ავტორიზაცია
ევროპაში ფრენების შესასრულებლად. ყველა პროცესი ჩვენ სასარგებლოდ
შეაფასა ბიზნესის მთავარმა რეგულატორმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის
სააგენტომ“, – ამბობს გიორგი სეთურიძე.
სამომავლოდ, CAMEX Airlines-ი კიდევ 3 საჰაერო ხომალდის შეძენას და
შესაბამისად, ფლოტის გაზრდას გეგმავს, რაც მისი საქმიანობის გეოგრაფიულ
არეალს და ამ არეალში კომპანიის ცნობადობას კიდევ უფრო გააფართოვებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме


Спорт в России и мире
Москва

Что можно отметить в этот день


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Байрактар: Турция и Россия определили дальнейшие шаги по проекту "газового хаба"





Путин в России и мире
Москва

«Всуе не упоминать!»: Путин на ПМЭФ остудил ядерные фантазии и вспомнил Сталина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Баста, гастрошоу, блогеры и развлечения: самый полный гид по VK Fest 2024 в Красноярске



Москва

Сбивший двоих детей в Подмосковье водитель Maserati ехал со скоростью 280 км/ч

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net