Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

მწვანე ინიციატივა – სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

0

თიბისის ბიზნესდაჯილდოება – ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც
2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების
მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი,
საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს.
ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის
ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია
განსაკუთრებული ჯილდო – მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ
გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership
Fund (GCPF)) ერთად დააწესა.
კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების პროცესში თავისი წვლილის
შესატანად თიბისი წლებია, აქტიურადაა ჩართული. გუნდის მიერ
შემუშავებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია
გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS), რომელიც უზრუნველყოფს
თიბისის მუშაობის შესაბამისობას გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა
და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ
რეგულაციებთან. ამასთან, თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა
სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს
იმას, რომ თიბისის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი პრინციპები
შესაბამისობაშია საერთაშორისო, ISO 14001:2015 სტანდარტებთან. თიბისი
ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებს
გარემოსდაცვითი, მდგრადი ფინანსირებისა თუ გარე კომუნიკაციების
მიმართულებით.
კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად განვითარებულ ქვეყნებში
დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ბიზნეს სექტორიც. მსოფლიოში მიმდინარე
სხვადასხვა კამპანიების გააქტიურების ფონზე, თიბისიმ გადაწყვიტა მწვანე
ინიციატივის ბიზნესდაჯილდოების პროექტში ინტეგრაცია და გლობალური
კლიმატის საპარტნიორო ფონდთან ერთად წლევანდელ
ბიზნესდაჯილდოებაში განსაკუთრებული ჯილდო დააწესა მწვანე
ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივებისთვის.
„პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებები საფრთხეს წარმოადგენს გარემოსა
და ადამიანისთვის. ამავდროულად , ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის
ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ დაბალი ემისიების
ეკონომიკაზე გადასვლა, რაც, გარემოს დაცვასთან ერთად, თავისთავად
გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას და მდგრად ბიზნეს მოდელების
განვითარებას.

თიბისი წლებია, მხარს უჭერს და აფინანსებს განახლებადი ენერგიის
წარმოებას. კომპანიის შიგნით ატარებს სხვადასხვა ენერგოეფექტურ
ღონიძიებებს. ჩვენი მანქანების 60%-ზე მეტი ჰიბრიდულია, ჩვენი ოფისები –
ენერგოეფექტური. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ წლებია, გარემოს
დაცვა სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატივებში გვაქვს ინტეგრირებული.
ამასთან, გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ
პროცესში, წავახალისოთ ისინი და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ
საუკეთესო მაგალითები. ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა პარტნიორმა
ორგანიზაციამ – გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდმა GCPF,“ –
ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების
კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.
გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდი GCPF აქტივების მართვის
ორგანიზაციის, responsAbility Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია და
წარმოადგენს ინოვაციურ, საჯარო-კერძო საპარტნიორო ფონდს, რომელიც
აერთიანებს როგორც საჯარო წყაროებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებისა და
პირებისგან მოზიდულ სახსრებს, რომელთა ინვესტირებაც ხდება მწვანე
ეკონომიკის განვითარებაში.
„ფონდი წლებია, აქტიურად აფინანსებს ენერგოეფექტურობასა და
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს.
თიბისისთან ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში პირველად
ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს
გულისხმობს:
1. კრიტერიუმების შემუშავება საუკეთესო მწვანე ბიზნესის შესარჩევად;
2. ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრებთან ერთად საუკეთესო ინიციატივის
გამოვლენა;
3 . ჯილდოს დაწესება გამარჯვებული კომპანიისთვის.
ჯილდო კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული და შესაძლებელია
მოიცავდეს ისეთ აქტივობეს, როგორებიცაა: ენერგო აუდიტი, უნარების
გაძლიერება, ბაზრის კვლევა, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობა და
სხვა სახის მხარდაჭერა,“ – ამბობს ლევან ხმიადაშვილი, responsAbility Georgia-ს
ენერგეტიკის სპეციალისტი. საუკეთესო კომპანიის შესარჩევად კრიტერიუმები
GCPF-მ და ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა ერთობლივად
შეიმუშავეს. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებიდან სპეციალური
ჯილდო – მწვანე ინიციატივისთვის – გადაეცემა კომპანიას, რომელიც
გამოირჩევა მწვანე ინიციატივებით, რითაც ხელს უწყობს კლიმატური

ცვლილებების შერბილებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის
განვითარებაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме


Спорт в России и мире
Москва

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве проходит акция по безопасному использованию СИМ





Путин в России и мире
Москва

«Всуе не упоминать!»: Путин на ПМЭФ остудил ядерные фантазии и вспомнил Сталина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

В Красноярске появились фейковая реклама VK Fest с Бастой



Москва

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net