ანგელა მერკელი პოლიტიკიდან წასვლაზე: ახალი მიდგომის დრო დადგა, რადგან პროგრესი არ გვქონდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაში, საქართველოში, სირიასა და ლიბიაში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თავისი ვადის ბოლოს უძლური იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე გავლენა მოეხდინა.
ანგელა მერკელის თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს, როდესაც იგი კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მან გააცნობიერა, რომ „პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით, მისი დრო დასრულდა, ხოლო პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლების აქვს მნიშვნელობა“.
ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ნანობს, რომ კიდევ ერთი ვადით არ იყარა კენჭი.
„ვინმე ახალს უნდა აეღო თავის თავზე [ქვეყნის მართვა]. საშინაო პოლიტიკა უკვე მოძველებული იყო. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მე ერთი მილიმეტრითაც არ წავიწიე წინ იმ საკითხების განხორციელებაში, რომელსაც დაჟინებით ვცდილობდით. არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ეხება დნესტრისპირეთსა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთს, სირიასა და ლიბიას. ახალი მიდგომის დრო დადგა“, – დასძინა მან.