Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

გიგა ბოკერია: „ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ძალად, სადაც არც პრინციპებს, არც ფასეულობებს მნიშვნელობა არ აქვს

0

„ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ძალად, სადაც არც პრინციპებს, არც ფასეულობებს მნიშვნელობა არ აქვს. რითი უპირისპირდებიან ერთმანეთს? დაპირისპირება არის ტალახის სროლით, ან იმით, თუ ვინ არის სააკაშვილის უფრო ერთგული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, მისთვის ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ ნიკა მელიასი, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გუნდში არსებული ატმოსფერო და თამაშის წესები ენმ-ს ყველა ფიგურის, მათ შორის, მელიას და ხაბეიშვილის მოღვაწეობის შედეგია.

„ამ გუნდის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილთან ბრძოლისთვის ივანიშვილის გუნდისნაირები უნდა გახდნენ პოპულიზმის ნაწილში, ტალახის სროლის ნაწილში და ა.შ..

ამას გარდა, მეორე გადაწყვეტილება იყო, როგორც ივანიშვილის თამაშის წესი დადგინდა ამ ქვეყანაში, რომ არ აქვს მნიშვნელობა შინაარსს, არ აქვს მნიშვნელობა ტყუილი თქვი თუ მართალი, მნიშვნელობა აქვს ტყუილის ნიაღვარს პროპაგანდის. ეს არის არსი და ჩვენი მედიის და საზოგადოების ნაწილიც ამას არ ეწინააღმდეგება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თუ ადამიანმა თქვა, რომ მე გუშინწინ ვიტყუებოდი, იმიტომ, რომ ვიღაცა არ მომწონს და ეს თუ ნორმა არის, მაშინ არცერთ სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ჭაობში და ამ უზნეობაში ივანიშვილს ვერავინ აჯობებს. ვერ აჯობებენ, იმიტომ რომ ამაში ის ყველზე მაგარია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს – როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.

როგორც ბოკერია აცხადებს, ის სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროდუქტად განიხილავს.

„ზურაბიშვილს კი არ ვერჩი განსაკუთრებით პერსონალურად, არანაირი პერსონალური მოტივი არ მაქვს ცალკე მის მიმართ, მაგრამ მას მე განვიხილავ ივანიშვილის რეჟიმის პროდუქტად. მისი არჩევით დაწყებული, საქციელით გაგრძელებული. მას არ ესმის შეწყალება რა ინსტრუმენტია“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ჭკუა უნდა ეყოს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დრამატული შედეგი არ დაუშვას.

„მე მოხარული ვიქნები, ამ შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ საკუთარი ინტერესისთვის ჭკუა ეყოს, რომ არ დაუშვას დრამატული შედეგი. ეგ თუ მოხდა ჩვენ ყველანი ვნახავთ. ამ მომენტისთვის ივანიშვილს აწყობს ეს ვითარება, რაც დღეს არის. ეს არის მისთვის ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა სრულიად გულუბრყვილოდ ჩათვალეს, რომ შალვა ხაჭაპურიძის ადვოკატად აყვანის შემთხვევაში, სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ.

„მათ სრულიად გულუბრყვილოდ ჩათვალეს, რომ ასეთი შუამავლის შერჩევით შესაძლებელი იქნება, რომ ივანიშვილმა გაუშვას, იმ პირობით, რომ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში არ ჩაერევა. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ ქვეყნისთვის ტრაგიკული ამბავია. ხაჭაპურიძემ თქვა, სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებსო, პულტზე ქართული არხები არ იცისო. ამ დონემდე მივიდა ეს დისკუსია, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, დამამცირებელია,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, აფინანსებდა თუ არა „ევროპულ საქართველოს“ დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია პირდაპირ პასუხს არ სცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდში არც ერთ სპონსორს კურსის კარნახის შესაძლებლობა არ ჰქონია.

„დავით კეზერაშვილის დაფინანსებაზე არც ადრე ვაკეთებდი კომენტარს, არც ახლა ვაკეთებ, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რა თამაშიც წესებიც არის დანერგილი საქართველოში. მე შემიძლია ღიად ერთი რამ გითხრათ – არც ერთ სპონსორს, იმას ვისაც უნდოდა საჯაროდ გამოჩენა, ან არ უნდოდა, ჩვენ პოლიტიკურ გუნდში კურსის კარნახის შესაძლებლობა არ ჰქონია. პოლიტიკურ პარტიას ფინანსური დახმარება სჭირდება. ყოველთვის არის კარგი, თუ შენ გაქვს დახმარება ბევრი წყაროდან, რომ რომელიმე ერთზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ მთავარი ტრადიცია რაც პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს არის ის, რომ შენ უნდა გეხმარებოდეს ის ადამიანი, ვინც შენს კურსს ეთანხმება და არა პირიქით. კეზერაშვილი იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი სხვა, თუკი ნებისმიერი დონორი, იმის გამო, რომ ის გეხმარება, მოინდომებს, რომ გიკარნახოს როგორ უნდა მოიქცე, უნდა დაასრულო ურთიერთობა, იმიტომ, რომ მაშინ ეს არის სწორედ ფარული ჩრდილოვანი მმართველობა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей


Спорт в России и мире
Москва

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик рассказал, когда из Москвы уйдёт аномальная жара





Путин в России и мире
Москва

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

БЕЛТА: Лукашенко и Путин обсудили представительство России на параде в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Стас Пьеха

«Я полностью переосмыслил жизнь». Стас Пьеха поделился сокровенным



Москва

Рассказ про зятя. Хоть и не про котиков, но тож смешной

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net