ენტონი ბლინკენი: უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას
უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი არის მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე.
„საბოლოო დასკვნის მიუხედავად, ჩვენ უკვე ვიცით თუ ვინ აგებს პასუხს ამ ტრაგიკული ინციდენტისთვის – რუსეთი”, – აღნიშნა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას რაკეტებით.
„ყოველ დღე ვხედავთ, თუ როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინას რაკეტებით, ცდილობს მისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, დაარღვიოს ქვეყნის შესაძლებლობა უზრუნველყოს ელექტრომომარაგება, თბომომარაგება”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.