თაკო ჩარკვიანი: დასავლური ღირებულებებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლაა საჭირო!!
“უსმენთ?! ამერიკის სენატში გამართულ სხდომაზე, რას ამბობენ ?! დახმარებას უნდა გადავხედოთო, არაფერს არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდესო, პასუხისმგებლობას სრულად აკისრებენ ხელისუფლებას, რადგან ( რასაც მუდამ ვამბობ) ბერკეტი 12 პუნქტის შესრულებისა, სრულად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ხელშია ! ახლა ისმის კითხვა- მაშ რა და რისი ბერკეტია ჩვენს ანუ ხალხის ხელში ? რა და დიდი ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” ხალხის ძალაზე დიდი ძალა არ გამოუგონია ჯერ კაცობრიობას. გარეთ -რუსთაველის გამზირი გველოდება! კი ბატონო “შიგნით და გარეთ” ბრძოლა რამ გაყო ერთმანეთისგან?! იქ კი უკვე პროცესი მოიტანს ზუსტ “მესიჯს”- ეს ჩემი აზრია რაზეც მუდმივად ვსაუბრობ! დასავლური ღირებულებებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლაა საჭირო!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.