Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

თანამედროვე ქართული მწერლობის სახე – ნინია სადღობელაშვილის კალმით შექმნილი ბედისწერა

0

ქალბატონო ნინია, როდის მიხვდით, რომ წერა თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი უნდა ყოფილიყო?

წერის ჩვევა და სურვილი უხსოვარი ბავშვობიდან მომყვება. ფაქტობრივად, როცა ვისწავლე ანბანი და დავიწყე წერა-კითხვა. მას შემდეგ სულ მქონდა წყურვილი, აზრი აზრისთვის მიმება, სიტყვა სიტყვისთვის, ფრაზა ფრაზისთვის და პატარა ამბები შემეთხზა.

ყველაფრის აღწერა მიყვარდა, ფანჯრიდან დანახული კადრების, მოვლენების… თავიდან მეგონა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ყველა იმავეს აკეთებდა. ასე დავიწყე მიჩვევა ამ მდგომარეობასთან.

აბიტურიენტობისას კი გავაცნობიერე, რომ წერა ჩემი ბედისწერა იყო. დადგა საკითხი თუ რა უნდა გამეკეთებინა და რა გზით უნდა წავსულიყავი ცხოვრებაში. მაშინ გაჩნდა იდეა, შევსულიყავი კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, რომლის ადგილას დღეს არის თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი. იქ არსებობდა ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობა, სადაც შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებულ ბავშვებს იღებდნენ. ამ ყველაფერმა, ასე რომ ვთქვათ, უხილავი ბეჭდით დაადასტურა, რომ მწერლობა ჩემი მომავალი საქმე და პროფესია უნდა ყოფილიყო.

მწერალი საკუთარი სულის ნაწილს გასცემს, როცა ნამუშევარს ქმნის. თქვენც, დარწმუნებულ ვარ, მთელ გულს დებთ იმაში, რასაც აკეთებთ, მაგრამ რას იღებთ ამ პროცესისგან, წერას რა მოაქვს თქვენთვის?

წერა არის ის მეტაფიზიკური პროცესი, რომელსაც ახასიათებს აღებმიცემობის კანონზომიერება. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს აზრი დევს მასში. წერა ჰგავს სიყვარულს, რისი გაღებაც შეგიძლია სამყაროს მისამართით, უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.

თუმცა მიღებაზე, ალბათ, არც ფიქრობს ავტორი. როცა დგება ჟამი, რომ რაღაც უნდა გავიღო, მე არ ვარ ორიენტირებული იმაზე, უკან რა დამიბრუნდება. სამყაროს კანონი ასეთია, იგი არაფერს ივიწყებს, მწერალს ყოველთვის უბრუნებს ენერგიას – მკითხველის შთაბეჭდილების, ემოციის ან მიღმიერი, ამოუცნობი მოვლენების სახით. სწორედ ამ ყველაფრისთვის ღირს ამქვეყნად მოსვლა და საკუთარ თავში შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენა. პირადად ჩემს შემთხვევაში, ყოველივე ეს მუდამ სიკეთისა და სიყვარულის გზით ბრუნდება.

როგორია გზა, რომელიც პირველი წინადადებიდან, რომანის დასასრულამდე გრძელდება, ახერხებთ თქვენი პერსონაჟებისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ მათი ბედი?

ძალიან რთულია. ეს რაღაც კუთხით ოდისევსის გზაა, მიდიხარ და არ იცი დაბრუნდები თუ არა. არ იცი სად გაგიყვანს ბილიკი. როდესაც ეჭიდები დიდ ტექსტს, რაღაც მონახაზი უნდა არსებობდეს და შუქურის მსგავსად უნდა გინათებდეს გზას და მის ბოლოს ანარეკლის სახით მაინც უნდა ხედავდე. მაგრამ არის ხოლმე არანაკლებ ვნებიანი და ძვირფასი შემთხვევა, როცა უხვევ არჩეული გზიდან მოულოდნელი შთაგონების წყალობით. ყოფილა შემთხვევები, როცა მეც გადამიხვევია და სხვაგან წავსულვარ. ბრმად გავყოლილვარ გზას და ამ სიბრმავეშივე მიპოვია იდუმალება. შესაბამისად, დამდგარა ისეთი ფინალი, როგორიც ჩაფიქრებული არ მქონია.

ასევე ყოფილა ტექსტები, სადაც თავიდანვე ჯიუტად მქონდა განსაზღვრული, რა უნდა ყოფილიყო ფინალური აკორდი, რადგან მისი იდეა და კონცეფცია სწორედ ამ ბოლოზე იდგა.

ყველა ტექსტი ცოცხალია, სულიერია, ამიტომ დაზუსტებით არასდროს იცი რა მოხდება. ყველა მწერალს თავისი სქემა აქვს, მათ შორის მეც. ჩემს შემთხვევაში ეს არის გულის თვალი, გულის ხმა. იგი ხან ამართლებს ხან არა, მაგრამ როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა: არის „გული გონიერი“, რომელსაც ძალიან ვენდობი და თვალდახუჭული მივყვები.

თითოეული ხელოვნების ნიმუშის შექმნის შემდეგ შემოქმედი ახლებურად იწყებს ცხოვრებას და მისი ხედვა იცვლება, თვალსწიერი ფართოვდება. მწერალი მთელ ცხოვრებას ანდომებს საკუთარი თავის გაცნობას. თქვენთვის რომელია ის ნაწარმოები, რომლის შექმნის შემდეგაც მიხვდით, რომ სხვა ადამიანი იყავით და საკუთარი თავი სრულიად განსხვავებულ ჭრილში დაინახეთ?

ყოველი ტექსტი, რამდენად პატარაც არ უნდა იყოს, რაღაცას ცვლის შენში. ახალ ფანჯარას აღებს, ახალი ჰაერი შემოაქვს. ჩემთვის ასეთი იყო მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც პიესად დავდგით და მოხდა მისი ინსცენირებაც. ასევე რომანი „წამი აქა, წამი იქა“, რომლის ფართო მკითხველამდე მისატანად არ ვიზრუნე, თუმცა რაც მან ჩემში გამოიწვია, იყო სწორედ ის გაღებისა და უკან დაბრუნების აქტი, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ეს იყო სრულყოფილი და მთლიანი პროცესი. ჩემთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ამ რომანში პირველად შევეხე ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის. ეს იყო დიდ საიდუმლოსთან ზიარება, ვნებიანი და იდუმალი რამ. ამან სხვა სიხშირეზე გადამიყვანა, შემცვალა, შეცვალა ჩემი ხედვები და მაგრძნობინა გემო ფენტეზის ჟანრის, რომელსაც სხვა წიგნებში უფრო აქტიურად შევუდექი და რომელიც დღემდე რჩება ჩემთვის საყვარელ და გამორჩეულ ჟანრად.

მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალზე რომელი მწერალი დგას?

ჰომეროსი, შექსპირი, სერვანტესი, შოთა რუსთაველი, ბესიკ ხარანაული. ბევრია ასეთი, თუმცა ჰომეროსით დავიწყე, რადგან ჩემთვის მუდმივი ინსპირაციაა მისი პოემები. არა მარტო ჩემი, მთელმა ლიტერატურულმა სამყარომ იმემკვიდრევა და მისით დარწყულდა. ამიტომ – დიდი სიყვარული და მადლიერება მას.

თეატრზე მინდა გკითხოთ, დრამატურგიას რა როლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?

თეატრი ჩემი ცხოვრების მეორე დიდი სიყვარული და ვნებაა. ეს გატაცება, როგორც აღმოჩენა ახალი სამყაროს მიმართ, ბავშვობიდან დაიწყო. მეათე კლასში სხვა სკოლაში გადავედი, სადაც კლასში იოანე ხუციშვილი დამხვდა. იგი ჩემი უძვირფასესი მეგობარი გახდა. დღეს ჩვენ ნათელ-მირონით ვართ დაკავშირებულები.

იოანე მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორია. ასევე ილიაუნის პედაგოგი. თავიდან სამსახიობოზე ჩააბარა და მერე შეისწავლა რეჟისურა. მასთან ერთად დავიწყე თეატრის სიყვარული, ამ სამყაროს აღმოჩენა, გაგება და დანახვა. ვანო ძალიან დამეხმარა. ისევე როგორც ჩემი უფროსი მეგობარი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ვისაც უკავშირდება დიდი თეატრალური სიხარულები ჩემს ცხოვრებაში.

ასე მოვხვდი ამ გარემოში, რომელიც დღემდე არის ჩემი მეორე „შინ“, თუმცა რამდენადაც ახლობელია, იმდენად უცხო და ამოუცნობია ჩემთვის, რადგან მუდმივად განვაგრძობ მის შესწავლას. თეატრი ცოცხალი ენერგიაა, ცოცხალი ხელოვნებაა. შენ თვალწინ იბადება, იზრდება და კვდება. თუ დედამიწას უწერია და რა თქმა უნდა, უწერია დიდხანს ყოფნა, თეატრი ნამდვილად იქნება მომავლის ხელოვნება. იგი ბევრ რამეს გადაარჩენს.

მწერლობა რთულია. რთულია მუდმივად ფანტაზიასა და რეალობას შორის არსებულ ბეწვის ხიდზე სიარული. თქვენთვის თუ ყოფილა რთული, ამ ორ ფენომენს შორის საზღვრის გავლება და როგორ იცავთ ამ ბალანსს?

ალბათ, გამოცდილებას მოაქვს, რომ, ასე თუ ისე, ასატანი გახდეს ეს სირთულე. როცა მივხვდი, რომ რაც ცხოვრებაში არ გამოდიოდა, ამას მთელი არსებით ვუშვებდი ლიტერატურაში და ჩემს შეუმდგარ, ცხოვრებისეულ ოცნებებზე, რაღაც ტიპის უკმარისობებზე, ნაკლოვანებებზე სუბლიმირებას ვახდენდი მასში, თან ძალიან მესიამოვნა, მაგრამ თან შემაძრწუნა ამ ფაქტმა, რადგან ლიტერატურა უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების პროცესი.

მაშინ მოვწყდი საკუთარ თავს და გადავეშვი სხვა სამყაროში. ის არაცნობიერი „მე“ მუდმივად თან გდევს, მაგრამ შემოქმედებითი სამყარო უზარმაზარია, შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა დარჩე.

მე ძალიან მომწონს და მხიბლავს ეს ყველაფერი, რადგან ხელოვნება ჩემთვის თავშესაფარია. დროთა განმავლობაში ვისწავლე საკუთარი ფანტაზიის დამორჩილება, თუმცა ეს საზღვრები ძალიან რთულად გასავლებია. დიდი და მისტიკური გამოწვევაა.

მწერალი ეპოქას უნდა ეწყობოდეს?

შემოქმედი თავის დროს რაღაც კუთხით მაინც უნდა ასახავდეს, სრულიად არ უნდა მოსწყდეს მას. არ მახსენდება მსოფლიო ლიტერატურაში მწერალი, რომელიც მცირე დოზით მაინც არ ირეკლავს თავის ეპოქას. თუმცა თუ შემოქმედება სხვას არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ ლიტერატურაში მხოლოდ დროება დააფიქსიროს, არ არის საინტერესო. მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ტექსტის ღირსება. ამის მიღმაც უნდა აღიქვა და დაამუშაო ეპოქა. ჩემთვის ასეთი ლიტერატურაა საინტერესო.

როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, განვითარების რა საფეხურზე ვიმყოფებით და რამდენად თავისუფალია მწერლობა დღევანდელ რეალობაში. თავისუფლებაში არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, ერთმანეთისა თუ მასკულტურული ნარატივისგან დამოუკიდებლობასაც ვგულისხმობ. რამდენად ახერხებს თანამედროვე მწერალი ინდივიდუალიზმის და იდენტობის შენარჩუნებას?

ზოგადი შთაბეჭდილებით რომ გითხრათ, რამდენადაც მაქვს შედარების საშუალება და ვეცნობი თანამედროვე უცხოურ ლიტერატურასაც, დღევანდელი ქართული სამწერლო შემოქმედება არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისო ხარისხს და სტანდარტებს. რაც ძალიან კარგია და ეს ყველაფერი გახსნილობის, კულტურული დაახლოების, ადაპტირების დამსახურებაა.

თუმცა აქ ამავდროულად იკვეთება ინდივიდუალიზმის პრობლემაც. ამის შენარჩუნებას სჭირდება დიდი ნიჭი, შრომისუნარიანობა, ენერგია. საიდუმლო, რომელიც მწერალს თან უნდა ახლდეს. იდენტობის შენარჩუნების პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ დრო გამოაჩენს ვინ არის ნამდვილი და მასკულტურისგან თავისუფალი.

მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს გვყავს მწერლები, რომელთა შემოქმედებაც ნამდვილად გაუძლებს დროს. არის ბევრი სახელი და გვარი, რომელიც ქმნის ნამდვილ ლიტერატურას.

როგორ ფიქრობთ, დღევანდელ საზოგადოებას, იმ მძიმე პერიოდის შემდეგ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გავიარეთ და რომლის შედეგები ახლაც აისახება ჩვენზე, ყველაზე მეტად რა სჭირდება? როგორ უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია, თუ შინაგანად კვლავ ტრამვებს ვუმკლავდებით?

როგორ უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია, როგორ გავუმკლავდეთ ამდენ ტკივილს და პრობლემას, ძალიან რთული საკითხია. საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია, ისევე როგორც ცალკეული ადამიანი, რომლის სხეულსაც აქვს აღდგენის უნარი. რაც უნდა დაჩეხილი იყოს მისი გული და ცნობიერება, მაინც შეძლებს განკურნებას და ფეხზე წამოდგომას.

ქართული საზოგადოება ძალიან გამძლე აღმოჩნდა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში უამრავი მძიმე ომი, ოკუპაცია, სიდუხჭირე, მორალური და მატერიალური კრიზისი გადავიტანეთ. დამოუკიდებლობის 30 წელიწადიც მიილია და ჩვენ ისევ  უკიდურესად დრამატულ ვითარებაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ვართ სიცოცხლისუნარიანები. თუმცა ამ ყველაფერმა თავისი შედეგები გამოიღო და ზედაპირზე უამრავი მანკიერება ამოატივტივა. ვფიქრობ, მაინც გვაქვს რესურსი გადავაფასოთ პრიორიტეტები.

თავი და თავი ჩვენი პრობლემების არის ტოტალური უპასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ საზოგადო სურათი ასეთია. მოყვასის მიმართ პასუხისმგებლობის და თანაგრძნობის უნარი უნდა გაღვივდეს და დაბრუნდეს. ამას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება, საზოგადოება და შემოქმედებაც, რომლის მიზანი სამყაროზე ზრუნვა და ფიქრი უნდა იყოს.

ადამიანის ცხოვრებას რა ანიჭებს ღირებულებას, ბრძოლა რისთვის აქვს აზრი?

ადამიანის ცხოვრებას ბევრი რამ ანიჭებს ღირებულებას. „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, ეს ფრაზა მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩემს გულში ტრიალებდა, როდესაც ვმუშაობდი პიესაზე „ხალდე“. პიესა დმანისის თეატრმა დადგა.

ალბათ, ყველამ კარგად იცის ეს ისტორია. მე-19 საუკუნის მიწურულს, სვანეთის ყველაზე მიუვალ ადგილას, კლდეებს შორის მდებარე სოფელი ხალდე, რომელიც რუსულმა იმპერიალისტურმა ძალებმა მიწასთან გაასწორეს და დასაჯეს იმისათვის, რომ არ დაემორჩილნენ  ცარისტულ რეჟიმს. ხალდეველი აჯანყებულების დევიზი იყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, თუ ეს ბრძოლა განწირულია.  შეიძლება ის ტრაგედიით დასრულდეს, თუმცა გავა დრო და ნაპერწკალი, რომელსაც გააღვივებ, ცეცხლად დაინთება. სამყაროში არაფერი იკარგება. ეს ენერგია აუცილებლად აისახება შენს მომავალ თაობაზე.

მე არ ვეთანხმები იმას, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. შენი თავისუფლება ხომ იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. ეს საზღვრები ძალიან ფრთხილად უნდა გავავლოთ. მეტი უნდა ვიფიქროთ და გავაანალიზოთ, ვის რას მოუტანს ჩვენი ქმედებები.

თქვენთვის რწმენა რა არის, ქალბატონო ნინია?

რწმენა არის ყველაფერი. რწმენა არის მდგომარეობა, რომელიც ჩემს ფასეულობათა სისტემას განაპირობებს, ჩემს იმედს, ჩემს დამოკიდებულებებს, ჩემს სიყვარულს. „რწმენა, იმედი, სიყვარული“, პავლე მოციქულისგან სამი ჰიპოსტასი, სამი აქსიომა. ასეა ჩემთვისაც, რწმენიდან იწყება ყველაფერი, და რწმენა იწყება სიყვარულიდან. ეს ყოველივე ერთმანეთში იღვრება და ერთმანეთს განაპირობებს.

მარადისობას როგორ უნდა შევწვდეთ?

თუ გავიაზრებთ იმას, რომ ამ სამყაროში განსაზღვრული დროით ვართ, რომ ჩვენ ირგვლიც ყველაფერი წარმავალია, მაგრამ თან ამ წარმავალობაში არის მუდმივი განახლების ციკლიც – წელიწადის დროები ერთმანეთს მისდევენ და ენაცვლებიან – ეს ყველაფერი ბადებს მარადისობის განცდას, რომ ამ უსასრულო წრეზე ვტრიალებთ, ვეზიარებით მას, ჩვენი წარმავალობით მარადისობის განუყოფელი ნაწილი ვართ.

ამის გაცნობიერებისას სიკვდილი, როგორც დაშვება, უფრო გასაგები ხდება ჩემთვის, ხოლო სიცოცხლე უფრო მშვენიერი.

ქალბატონო ნინია, ჩვენს ინტერვიუს ამ შეკითხვით დავასრულებ, ამჟამად თუ მუშაობთ ახალ წიგნზე და რას უნდა ელოდოს თქვენი ერთგული მკითხველი?

ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, მართალია პროცესი ცოტა გამიგრძელდა და სხვა რაღაცებზე გადავერთე, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები. ისტორია ეხება გასული საუკუნის მძიმე მოვლენებს და მთავარი გმირის პროტოტიპიც არის რეალური ადამიანი, ქალი, რომელიც ამ ეპოქაში ცხოვრობდა.

ეს წიგნი იმ დროს წარმოაჩენს, რომელმაც ბევრი ჯალათი მსხვერპლად აქცია, ხოლო ბევრი მსხვერპლი ჯალათად.

ავტორი: ანო ტვილდიანი






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию


Спорт в России и мире
Москва

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Ильин предупредил, что в Москве этим летом возможно образование смерчей





Путин в России и мире
Москва

Путин по телефону обсудил с президентом Киргизии взаимодействие в рамках ЕАЭС


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Игорь Бутман рассказал подробности о Московском джазовом фестивале



Москва

Актриса Евгения Лоза в мини-юбке восхитила фанатов длинными ногами

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net