გიორგი ბარამიძე: ჩემთვის ნიკა მელიაზე უკეთესი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შესაძლო გამართვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ვინმე ამჟამინდელ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე გამოჩნდება, არჩევნებში ხმას მას მისცემს.
„მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“. თუ ვიღაცა იქნება ნიკა მელიაზე უკეთესი, იმას მივცემ ხმას. ჩემთვის ნიკაზე უკეთესი, მე ვისაც ვხედავ, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ მისი გუნდის წევრი და მე არ ვცნობ პარტიაში სხვა ჯგუფებს, მე დაპირისპირების ფორმულას არ ვიზიარებ. მიხეილ სააკაშვილმა ისეთი პარტია ჩამოაყალიბა, სადაც ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა და ამის არავის ეშინოდა. ამჟამად ჩემი მისია იქნება პარტიის გაერთიანება“, – განაცხადა ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.