ჯენიფერ ენისტონს სოციალური მედია არ მოსწონს
ჯენიფერ ენისტონი სოციალური მედიის გულშემატკივარი არ არის.
“მე მძულს სოციალური მედია. თანაც კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში”, – განუცხადა მან Allure-ს ახალ ქავერ ისტორიაში.
როდესაც მსახიობი შეუერთდა Instagram-ს, 2019 წლის ოქტომბერში, მან აღიარა, რომ ის იყო “ამას ყველაზე უხალისოდ აკეთებდა”. ჯენიფერის თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ იმის გამო გადადგა, რომ უამრავ თხოვნას იღებდა.
მან, თავის დროზე, რეკორდიც კი დაამყარა, როდესაც გვერდის შექმნიდან ხუთ საათში 1 მილიონი გამომწერი მოიპოვა. მსახიობის განმარტებით, თავდაპირველი მიზანი იყო თმის მოვლის საშუალებების რეკლამა სოციალური ქსელის მეშვეობით. შემდეგ დაიწყო პანდემიის ეპოქა და გეგმა ჩაიშალა, თუმცა Instagram-ზე მაინც დარჩა და ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.
“ახალგაზრდა გოგონები ხშირად სასოწარკვეთილებას გრძნობენ, რადგან საკუთარ თავს სხვა ადამიანებს ადარებენ”, – ჯენიფერი ბედნიერია, რომ ისეთ ეპოქაში გაიზარდა და გაატარა თინეიჯერობის წლები, როდესაც მსგავსი პლატფორმები არ არსებობდა და მათი ასპექტების უარყოფითი გავლენა საკუთარ თავზე არ გამოუცდია.
წყარო/ფოტო: People