რა კავშირი აქვს D ვიტამინს დეპრესიასთან
ცნობილია, რომ D ვიტამინი იმუნური სისტემის ამაღლებაში დიდ როლს ასრულებს და ძვლებს აძლიერებს, მაგრამ რა კავშირი აქვს მას დეპრესიასთან?
„ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ხშირად ვლინდება კლინიკური დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანებში,” – განმარტავს ანდერსონ ჰეინსი, კვებისა და დიეტის აკადემიის ეროვნული წარმომადგენელი. ერთი მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნდა British Journal of Psychiatry-ში, შეისწავლის 30 000-ზე მეტი მონაწილის მონაცემებს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს D ვიტამინის უფრო დაბალი დონე აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, D ვიტამინსა და დეპრესიას შორის რა ზუსტი კავშირია, არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა, თუმცა არცერთი არ არის დადასტურებული. ერთი პოტენციური თეორიაა, რომ D ვიტამინის დეფიციტი იწვევს დეპრესიას.
მიმოხილვამ, რომელიც გამოქვეყნდა CNS Drugs-ში, აღმოაჩინა, რომ D ვიტამინის დამატებით მიღება ამსუბუქებს სიმპტომებს დეპრესიის მქონე ადამიანებში, ზემოქმედება უფრო გამოხატულია ძირითადი დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანებში.
ასევე დეპრესიის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ D ვიტამინის დეფიციტი, რადგან ისინი იშვიათად ეწევიან სოციალურ აქტივობას და ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ, შესაბამისად ვერ იღებენ მზის სხივების საკმარის რაოდენობას.
არსებობს სხვა თეორიებიც D ვიტამინსა და დეპრესიას შორის კავშირის შესახებ. ერთ-ერთი მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნდა Indian Journal of Psychological Medicine-ში, აღნიშნავს, რომ ვიტამინი D არეგულირებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძს, რაც გავლენას ახდენს განწყობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, დეპრესიის სიმპტომებია:
- მუდმივადსევდიანი ან შეშფოთებული განწყობა
- უიმედობის განცდა, დაქვეითებული ენერგია და დაღლილობა
- ტკივილები აშკარა ფიზიკური მიზეზის გარეშე
- სიამოვნების დაკარგვა ჰობისა და საქმიანობის მიმართ
- უარყოფითი და მძიმე ფიქრები
თუ გაინტერესებთ თქვენს ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობა, მიმართეთ სპეციალისტს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევა.
წყარო/ფოტო: Live Science