Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Ноябрь
2022

ზურაბ ბატიაშვილი: ხერსონის დათმობა რუსეთის მხრიდან პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია, ეს ნაბიჯი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია

0

ხერსონის დათმობა რუსეთის მხრიდან პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია – ეს ნაბიჯი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რუსული ძალების მიერ ხერსონის დატოვებას „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთში სიტუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ ვითარებას ემსგავსება, როდესაც პროცესი პოლიტიკურ კრახში გადაიზარდა.

„რეალურად, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი – უკრაინულმა მხარემ შეძლო და დისტანციურ ბრძოლაზე გამოფიტა რუსული სამხედრო ნაწილები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. რუსულმა მხარემ, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებში უფრო მეტი მსხვერპლი აეცილებინა, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ეს ნაბიჯი რუსეთს ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია. დავინახეთ, რომ სამხედროებზე ბრალეულობის გადატანის მცდელობაა. პუტინი საინფორმაციო სივრცეში არც გამოჩენილა, რადგან არ სურს წაგებასთან და დამარცხებასთან ასოცირდებოდეს, თუმცა იგი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობა მზადაა აიტანოს გაჭირვება, ახლობლების სიკვდილი, შიმშილი და ა.შ. მაგრამ ამისთვის ჯილდოდ გამარჯვება მიიღოს. ამ შემთხვევაში არც გამარჯვებაა და ამასთან, თან ახლავს დიდი მსხვერპლი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებში. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სიტუაცია რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ სიტუაციას ემსგავსება, რაც ვიცით, როგორ დასრულდა – პოლიტიკურ კრახში გადაიზარდა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, ბატიაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ნაკლები შანსია.

„უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობას. მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ან იმ პირობებზე, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა და რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის შენარჩუნებას გულისხმობდა, რასაც არც უკრაინა და არც დასავლეთი არ დათანხმდება; ან მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის პირობებზე უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის თაობაზე, მაგრამ რუსეთი ამის შესრულებას განიხილავს როგორც საკუთარ მარცხს და ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ ნაკლები შანსია რაიმე მოლაპარაკების. ვხედავთ, რომ ამ ომში ძირითადად ბრძოლის ველზე წყდება ხოლმე ესა თუ ის საკითხი. ამ ტრაექტორიით მიდის ახლაც – ხერსონის ბედი გადაწყდა ბრძოლის ველზე და არა მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ჯარების გაყვანის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, მისი თქმით, „შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის“.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის.

„ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში იქმნება”, – თქვა ზახაროვამ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин утвердил проект строительства общественно-делового центра в ЗАО


Спорт в России и мире
Москва

Рок-версия гимна Белогорска прозвучала на масштабном рок-н-мобе


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

О вызовах и возможностях России достижения углеродной нейтральности на форуме «Экология» рассказала Н.В. Лукина





Путин в России и мире
Москва

Эрдоган рассказал о переговорах Фидана и Путина на тему выборов в курдских районах в Сирии


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

Сборная России завоевала 38 золотых наград в третий день Игр БРИКС

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net