ენტონი ბლინკენი: ირანმა შესაძლოა, რუსეთს დამატებითი დრონები გაუგზავნოს
ირანი შესაძლოა, დამატებით უპილოტო თვითმფრინავებს აგზავნის რუსეთში, რათა დაეხმაროს რუსეთის ძალებს უკრაინაში სამიზნეების დარტყმაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რუსეთმა მიიღო ათობით ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი ირანისგან“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს უკრაინაში თავდასხმების მოგერიების გასაძლიერებლად.
„ჩვენ აღვკვეთთ, უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ვაჭრობას, სადაც ვიპოვით და აღმოვაჩენთ. ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების თავდაცვის გაძლიერებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.