Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Октябрь
2022

გიორგი ონიანი:  კახა კალაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მხოლოდ მისი პირადი „მე“-ს, მისი მორალის და მისი პირადი პასუხისმგებლობაა

0

როდესაც მერის ლექსიკაა „აქედან გამოექანეთ“, „იქიდან გამოექანეთ“, რა თქმა უნდა, ის ვერ მოიცლის საქმისთვის და საქმე ვერ გაკეთდება ისე, რომ ჩვენი შვილები, ჩვენ დაცულები ვიყოთ და ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგა ონიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ონიანმა ვაკის პარკში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას აღნიშნა, სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზი თავგასულობა და კორუფციაა.

„ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო ერთმანეთის ჭირისუფალი გაგვხადა. კახა კალაძე გადადგება თუ არ გადადგება არც ეს არის საზოგადოების წუხილი. კახა კალაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მხოლოდ მისი პირადი „მე“-ს, მისი მორალის და მისი პირადი პასუხისმგებლობაა. თუკი ბატონი კახა კალაძე თვლის, რომ არაფერ შუაში არ არის და არანაირ შემხებლობაში არ არის ამ გოგონას გარდაცვალებასთან, ეს მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა, საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ამისთვის ახლა არ სცალია“, – განაცხადა ონიანმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გადაცემაში ასევე ისაუბრა კომპანია „გრინსერვის +“-ის პასუხისმგებლობაზეც და აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელს ლაშა ფურცხვანიძეს ჰქონდა იმის გარანტია, რომ თუ ასეთი ფაქტი არ მოხდებოდა, მას უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე პასუხს არავინ მოსთხოვდა.

ამასთან, ონიანმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები მანამდე მოხდება, ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელობა არ გაიაზრებს, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება უნდა შეასრულოს.

„დაახლოებით, 2 კვირის წინ საცობებთან დაკავშირებით საკრებულოში ვიბარებდით ბატონ წილოსანს, მანამდე ბატონ ხმალაძეს უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. გახსოვთ მაშინ კალაძის პასუხი? – ჩემი მოადგილე მოვა მაშინ, როცა ამას მე გადავწყვეტო. როცა კანონს არას დაუდევ და იმ დონეზე ხარ გასული მომსახურების დონიდან, რომ საზოგადოებას ეუბნები მე თუ არ გადავწყვეტ, მიუხედავად იმისა, კანონით მას ევალება თუ არა მისვლა საკრებულოში, ჩემი მოადგილე არ მივა ოპოზიციის დაბარებულზეო, ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ, მოხდება. „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, ყველაფერი ჩემი მეგობრებისთვის და სხვები კანონის მიხედვით – ეს იყო მუსოლინის მესიჯი. დღეს მეტს მისი მხრიდან არაფერს ვხედავთ. უამრავ პრობლემაზე გვინდოდა გვესაუბრა და არ მობრძანდნენ. უკანონო და მძლავრი პასუხი იყო მერის მხრიდან, რომ მე სანამ არ გადავწყვეტ, არც მოვლენ!

თავგასულობა და კორუფცია არის იმის მიზეზი, რომ სამუშაოები არ სრულდება – როდესაც არანაირი გარე კონტროლი არ გაინტერესებს, შესისხლხორცებული ხარ რამდენიმე კომპანიასთან და სხვა კომპანიების წინადადებებს არც განიხილავ. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანია „გრინსერვის +“-სს მილიონობით ლარის სამუშაო აქვს შესრულებული. მარტო ჩვენ კი არ გვიჩნდება კითხვები, ყველას გაუჩენს კითხვებს მათი საქმიანობა. ვაკეში დამონტაჟებული ნაგვის ურნებიც, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ამ კომპანიის მიერ იყო შემოტანილი. ამ კომპანიის შესახებ ვიცით ის, რომ ათობით მილიონის ტენდერი აქვს მოგებული, ტენდერის გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ პირთან მოლაპარაკებით აქვს უამრავი თანხა გატანილი და წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა კომფორტული იყო.

არაფერ შუაში არ არის აქ ტექნიკური პრობლემა ან გადაცდომა, ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც ახლა ქალაქის მმართველობა მიმდინარეობს, „აქედან გამოექანეთ“, „იქიდან გამოექანეთ“, ეს არის მერის ლექსიკა, რა თქმა უნდა, ის ვერ მოიცლის საქმისთვის და საქმე ვერ გაკეთდება ისე, რომ ჩვენი შვილები, ჩვენ დაცულები ვიყოთ და ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს“, – განაცხადა ონიანმა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства


Спорт в России и мире
Москва

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жителям Подмосковья рассказали о лесопожарной обстановке в регионе на 1–3 июня





Путин в России и мире
Москва

Путин провел совещание с членами Совета безопасности России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин и Лукашенко обсудили парад в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Моргенштерн

Моргенштерн* показал, как катается на скейтборде маленькой девочки



Москва

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net