მედია: რუსთავში 19 წლის ბიჭმა დედა დაჭრა
0
რუსთავში 19 წლის ბიჭმა 38 წლის დედა ცივი იარაღით დაჭრა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.