ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს დროშას უკრაინის ყველა ქალაქში დავაბრუნებთ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიარაღებული ძალები ოკუპანტებისგან ყველა უკრაინულ ქალაქს გაათავისუფლებენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტყვეობაში მყოფი ან რუსეთში დეპორტირებული უკრაინელები სამშობლოში დაბრუნდნენ.
„ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთი რუსი ოკუპანტებისაგან. ჩვენ ვათავისუფლებთ ხარკოვის ოლქს და აუცილებლად გავათავისუფლებთ მთელ აღმოსავლეთს. ჩვენ დავუბრუნებთ უკრაინის დროშას ყველა ჩვენს ქალაქში. შემოვიერთებთ სამხრეთს, დავბრუნდებით ყირიმში, აღვადგენთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, დავაბრუნებთ ყველა უკრაინელს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რუსეთში მტრის ტყვეობაში არიან, ან ძალით დეპორტირებულნი არიან ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.