თაკო ჩარკვიანი: …თქვენი ლიდერი ვინ არის, “ბეთჰოვენი?” პასუხი არ არის ანუ არ და ვერ მპასუხობს ცხადია
0
“ამ წუთებში პარლამენტში ტრიბუნასთან ანრი ოხანაშვილი ნაც მოძრაობას ეკითხება :” ვინ არის თქვენი ლიდერი? ჩამოყალიბდით ვინ არის და გყავთ ლიდერი?” .
ჩემი პასუხი ოხანაშვილს ადგილიდან :” და თქვენი ლიდერი ? თქვენი ლიდერი ვინ არის, ბეთჰოვენი?” პასუხი არ არის ანუ არ და ვერ მპასუხობს ცხადია. აი დაახლოებით ასე:”ტომ პასუხი არ არის” ისე , თქვენ რა გითხარით ნაც მოძრაობაში რაა, აი ოხანაშვილს რომ სალაპარაკოს და “სატლიკინოს” აძლევთ !!! ასე იცის სუსტი თავმჯდომარის სტრატეგიამ. ვ.ჩ.პ.” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.