Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Сентябрь
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

შალვა პაპუაშვილი: ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები…

0

ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, გარდა ერთისა – გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებსა და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არ შეიძლება, ამ რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში.

„სასამართლო რეფორმაზე იყო მსჯელობა მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა 12 რეკომენდაცია. სხვადასხვა ფორმატში მითქვამს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი როცა აყენებს ძირეული რეფორმების საკითხს, იქნება დისკუსიები და საბოლოო ჯამში, ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიციის ეს ნაწილი დააყენებს, გახლავთ ე.წ. ორმაგი, ორი/მესამედი უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც რეალურად ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. სინამდვილეში, ოპოზიციის ამ ნაწილს არ აინტერესებს სასამართლოს რეფორმა, რომ ხარვეზები გამოვლინდეს, არამედ უნდათ გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათი ინტერესია იქ რამდენიმე ადამიანის შეყვანა, რომლებიც შეძლებენ გადაწყვეტილებების დაბლოკვას, ან საკუთარი გადაწყვეტილების თავსმოხვევას. სამწუხაროდ, საკითხი აქამდე მივიდა. როცა მუშაობა დაიწყო, შევთავაზეთ, სიტყვიერად აზრების გაცვლისა და მუდმივად კლიშეების მიწებების ნაცვლად, აღეწერათ რეფორმები, რაც გატარდა და სად ვიმყოფებით, რა არის ხარვეზები, როგორ უნდა გამოსწორდეს. ეს მხოლოდ „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთეს.

როცა საქმე საქმეზე მიდგება და ვმსჯელობთ, რა გამოწვევები აქვს სასამართლოს და როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, საბოლოო ჯამში, ყველა ეს დისკუსია დადის იმ საკითხამდე, რომელიც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აინტერესებს. ეს საკითხი იქამდე მიდის, რომ მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი ჰქონდეთ, რაც სცდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაგებას და იმ მიზნებს, რაც რეფორმას უნდა ჰქონდეს.

არ შეიძლება, ამ რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, ასეთი შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების. ეს არის მექანიზმი, რომელიც უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ იუსტიციის საბჭოს 15-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? სინამდვილეში, კვალიფიციური უმრავლესობის ან ორმაგი ორი/მესამედის წარმოჩენა ხდება ისე, თითქოს, ეს არის კონსენსუსის მიღწევის მექანიზმი, მაგრამ სინამდვილეში ეს გულისხმობს არა კონსენსუსის მიღწევას, არამედ არის მექანიზმი, უმცირესობამ დაიყოლიოს უმრავლესობა საკუთარ პოზიციაზე. ამას გვაჩვენებს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო პრაქტიკა. ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, გარდა ერთისა – გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებსა და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о новом вольере для снежных барсов в Московском зоопарке


Спорт в России и мире
Москва

Московские школьники завоевали четыре медали на престижной Международной олимпиаде


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Карен Хачанов проиграл Вукичу во втором круге турнира ATP-250 в Хертогенбосхе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Ильин предупредил, что в Москве этим летом возможно образование смерчей





Путин в России и мире
Москва

Эрдоган рассказал о переговорах Фидана и Путина на тему выборов в курдских районах в Сирии


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

За что Лукашенко должен извиняться перед Арменией?




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Metallica

Группа Metallica даст виртуальный концерт в Fortnite 22 июня



Москва

В Москве возбуждено уголовное дело после заражения людей ботулизмом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net