Добавить новость
123ru.net
News.ge
Сентябрь
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30

კონსტანტინე გამსახურდია: ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში

0
“ვიდრე რუსთავი 2 დაიხურებოდა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მთხოვა მივსულიყავი მის გადაცემაში კონსტანტინე გამსახურდიას ლექსზე “ზღვისფერი გაქვს თვალები” სასაუბროდ. კარგა ხანია, მე საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამ ლექსზე და მის იდეურ ქარგაზე. ის-ის იყო წარმოვთქვი ლექსი და მასზე საუბარი დავიწყე, რომ ჟურნალისტმა გამაწყვეტინა. მიზეზების ძიებას აღარ მოვყვები. ზოგადად ტელეჟურნალისტებს ალბათ თავიანთი მეტრაჟები და დროის მენეჯმენტი აქვთ, რაშიც ნაკლებად ვერკვევი.
ეს ლექსი, როგორც იცით, “დიდოსტატის” ტექსტში არის ჩართული და მას ვიღაც ლაზი კირითხურო მღერის. მასზე შექმნილია სიმღერაც, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ასრულებს. საბას პრემიის ერთ-ერთ წარდგენაზე კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ შექმნა მასზე კომპოზიცია, რომელიც იქ შესრულდა. მაშინ აღინიშნა, რომ ამ ლექსს “თინეიჯერული” ხასიათი აქვს.
არ ვფიქრობ, რომ ლექსი შინაარსობრივად “თინეიჯერულია”. ის უმალ რუსთველურია თავისი სულისკვეთებით. მასში აშკარად ინიციაციაა თემატიზებული, ანუ განსაცდელების გავლით ზენა, ღვთიურ საწყისთან შერწყმა, რომელიც “სატრფოს” ალეგორიითაა წარმოდგენილი; ისე, როგორც ეს ესმოდათ ქრისტიან ეზოტერიკოსებს, ებრაელ კაბალისტებს და მუსლიმ სუფიებს. ოღონდ გასაოცარი ისაა, რომ აქ “სატრფო” მიწიერიცაა და ზეციურიც – ისევე როგორც რუსთველისეული “ნისტ ანდარე ჯეჰანი” – ანუ “ის, ვინც არ არის ამქვეყნად”.
ლექსში სული ოთხივე სტიქიას გადის და ესაა მისი კათარზისიც იმავდროულად – თესვისა და ხვნის მიტოვება მიწის სტიქიაა, ადიდებული ჭოროხი და მტკვარი – წყლის. ცეცხლი ისაა, რომელიც სატრფოს მოჩვენებით სამყოფელს დაწვავს, ხოლო ილუზორულ სიყვარულს ქარი, ანუ ჰაერის სტიქია წაიღებს. რაც შეეხება “ნაფერებ ქმარს”, რომლის მოკვლითაც მე-მთხრობელი იმუქრება, ეს რუსთველური ხვარაზმშას რაღაცნაირი ექოსებრი გამეორებაა, ოდისეას პენელოპესეული საქმროთაგანია, და განასახიერებს მხოლოდ ამქვეყნიურ ინტერესებზე მიმართულ ცნობიერებას. ამგვარად დავიწროებულ ცნობიერებაში კი სიყვარულის ადგილი ნამდვილად აღარ არის. ძნელი სათქმელია, რა გვიყვარს ჩვენ სხვა ადამიანში. ეს შესაძლოა იყოს სპირიტუალურად ამოუწურავი არსი, უქმნელი ღვთიური ენერგეტიკისგან მოქსოვილი, რომელსაც ცნობიერად თუ არა, ინსტინქტურად მაინც ვეხებით ან ვჭვრეტთ. თუ ამის აღქმის უნარი საერთოდ არ გვაქვს, არც სიყვარული შეგვიძლია.
“ინიციაცია” მაშინაა სრული, თუკი ზენა, ღვთივსულიერი სამყარო განსაზღვრავს ამ გზაზე დამდგარის პატიოსნებას და წარმატებას. მისი პასუხიც არ დააყოვნებს, მხოლოდ მიწიერ პლანზე ფოკუსირებული კი ყველაფერი შესაძლოა სულ სხვაგვარად დასრულდეს: საერთოდ არც შეიმჩნიონ, რომ ჭოროხისა და მტკვრის გადამლახველი ხარ, ხვნაში და თესვაში პირველი, ქარ- და ცეცხლგამოვლილი,” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом


Спорт в России и мире
Москва

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Сказка Ульгэра «Волшебные башмачки Элли» по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Москва

Врач рассказал, как не заразиться ботулизмом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net