3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა
2022 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, წელს ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.5 აშშ დოლარია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივნისის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 926 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 6%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის ივნისში ჯამში – 3 557 ტრანზაქცია დაფიქსირდა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის ივნისის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ნაძალადევი – 31%-იანი ზრდა, საბურთალო – 24% და კრწანისი – 13%-იანი ზრდა.
რაც შეეხება ღირებულებას, წინა თვეში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად – 23%-ით გაიზარდა ჩუღურეთის რაიონში, მას მოსდევს მთაწმინდა – 20%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი გლდანია, სადაც ფასი წლიურად 19%-ით არის გაზრდილი.