ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა
ბანკირმა, მოსკოვის ღამის კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა, მილიონერმა დენ რაპოპორტმა ვაშინგტონში თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დენ რაპოპორტი დაიბადა ლატვიაში. 1980 წელს მისი ოჯახი, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა და შეერთებულ შტატებში დასახლდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რაპოპორტი ჩავიდა რუსეთში და მუშაობა დაიწყო ფინანსურ ანალიტიკოსად პირველ რუსულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმოში. მოგვიანებით, ის მაღალ თანამდებობეს იკავებს რამდენიმე რუსულ ინსტიტუტში. 2007 წელს, პარტნიორთან ერთად, რაპოპორტმა მოსკოვში გახსნა კლუბი Soho Rooms, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი გახდა .
2012 წლის ივნისში რაპოპორტი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გამო დატოვა.