მთვარის აჩრდილი – მისტიკური კოსმოსური მოვლენა
მზის სრული დაბნელება შემაძრწუნებელი ციური მოვლენაა, მაგრამ რეალობა შეიძლება უფრო შემზარავიც იყოს. როცა მთვარე მზის დისკოს 95%-ს ფარავს, ცა ბნელდება, ტემპერატურა ეცემა და გრილი ქარი იწყებს ქროლვას. მომაბეზრებელი ნაცრისფერი ბინდი დედამიწაზე ეშვება და ჩრდილები ძლიერდება.
თუ იმყოფებით შემაღლებულ ადგილას, რომელიც გადაჰყურებს უზარმაზარ პეიზაჟს, შეგიძლიათ შეუიარაღებელი თვალითაც იხილოთ მთვარის ჩრდილი, რომელიც თქვენსკენ მოდის და თავისუფალ სივრცეს შთანთქავს იქამდე, ვიდრე ყველაფერი დაბნელდება. ეს ამაღელვებელი და ემოციური მოვლენა, მართალია, სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ. თუ ამ დროს მთვარის ჩრდილში აღმოჩნდებით აუცილებლად დაინახავთ მზის გვირგვინსაც. შემდეგ კი მისტიკური მოვლენა დასრულდება და დღის სინათლე კვლავ დაბრუნდება.
წყარო: live science