ჯონი დეპი შესაძლოა “ფანტასტიკურ ურჩხულებში” დაბრუნდეს
მედს მიკელსენი ამბობს, რომ სრულიად შესაძლებელია ჯონი დეპს დაუბრუნდეს “ფანტასტიკურ ურჩხულებს”, მას შემდეგ, რაც სასამართლომ განაჩენი მის სასარგებლოდ გამოიტანა. 59 წლის დეპმა ბოლოს ითამაშა “ჰარი პოტერის” ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, გელერტ გრინდელვალდი, 2018 წლის ფილმში Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald, მაგრამ მოუწია როლის დატოვება 2020 წლის ნოემბერში, მის ყოფილ მეუღლეზე, ამბერ ჰერდზე თავდასხმის ბრალდებების გამო, რამაც იურიდიული პრობლემები შეუქმნა.
“ახლა კურსი შეიცვალა, მან მოიგო სარჩელი. ასე რომ, ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა. მე ჯონის დიდი ფანი ვარ”, – განუცხადა მიკელსენმა Deadline-ს. 56 წლის მედსმა მონაწილეობა მიიღო გრინდელვალდის როლზე მესამე ფილმში Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore, რომლის დებიუტი კინოთეატრებში გასულ აპრილში შედგა. ბოლო სამართლებრივი შედეგით, მიკელსენმა ივარაუდა, რომ კარი შესაძლოა ღია იყოს დეპისთვის, როლზე დასაბრუნებლად.
წყარო: people magazine