ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
0
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.