ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
0
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა.