Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Август
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25 26 27 28 29 30 31

დიმიტრი ხუნდაძე: ეს ჩვენი გასაკეთებელია

0

პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, ძნელად დასაჯერებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო.

ამასთან, ხუნდაძის თქმით, არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლეა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს დროა.

„14 წლის წინ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა რუსული ოკუპაციის შესახებ. ისევე როგორც დღეს უკრაინის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომიც გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი, აქ, ქართულ მიწაზე რუსეთი მაშინაც დასავლეთს დაუპირისპირდა, თუმცა, მაშინ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. უფრო მეტიც, აგვისტოს ომისთვის რუსეთი ერთგვარად „დასაჩუქრდა“, მისი გავლენა და უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა არა მარტო ევროპაში, არამედ, ოკეანის გაღმაც. რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნითაც. მათ აგრესორს გადასცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს. ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო ახლა უკვე უკრაინელი ხალხის მსხვერპლის ფასად.

იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას.

არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გვჭირდება ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სწორედ ეს დროა. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური განვითარებით დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს ჩვენი გასაკეთებელია.

დღეს მძიმე დღეა. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ. იქნებ აგვისტოს დღეებმა მაინც შეახსენოს ომით დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა ჩვენი ფიზიკური განადგურება იქნება. ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჩვენი გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღევანდელი თარიღი საკუთარი სისხლით დაწერეს“, – აცხადებს ხუნდაძე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации


Спорт в России и мире
Москва

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Суд отправил под арест подозреваемого в убийстве пенсионера в парке Москвы





Путин в России и мире
Москва

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Композитор

Композитор АНИКА ДАЛИНСКИ выпускает двенадцатый альбом в двух жанрах - Поп и Шансон



Москва

Туляки сообщают о сбоях работы мессенджера Telegram

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net