Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Август
2022
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25 26 27 28 29 30 31

ადვოკატი: 80 წლის ექიმსა და კლინიკის დირექტორს შორის უთანხმოების მიზეზი, ჯერ კონდიციონერიანი კაბინეტიდან სხვა ოთახში გადაყვანას, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება

0

კანისა და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის ექიმის, ბრალდებულ თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადებით, მან კლინიკის დირექტორ გიორგი გალდავას დაშინების მიზნით ესროლა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბეჟანიძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი კონდიციონერისა და სამსახურიდან გათავისუფლების გამო დაიწყო.

„ბრალდებულს და დაზარალებულს წლების განმავლობაში ოჯახებით ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. კონფლიქტი, წყენა დაიწყო იმით, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი კაბინეტიდან სხვა კაბინეტში გადაიყვანა, შემდეგ კიდევ სხვა კაბინეტში და საბოლოოდ, სამჯერ შეუცვალა ოთახი. ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც 55-წლიანი უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვს, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღო.

მან თავისი სახსრებით შეიძინა კონდიციონერი. ამის შემდეგ ის სხვა კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც კონდიციონერი არ იყო. მან პრეტენზია გამოთქვა ხელმძღვანელთან, ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი ჩემ ახალ სამუშაო კაბინეტში გადავიტანოო. რატომღაც არც ახლის შეძენა მოხდა და ბრალდებულის ნაყიდი კონდიციონერიც იმ ოთახში დარჩა, სადაც იყო. როცა ბოლო კონფლიქტი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თან ეს სხვამ შეატყობინა. ამის შემდეგ, ის დაზარალებულის კაბინეტში ადის და ეკითხება, თუ რატომ გაათავისუფლა ის, რა დროსაც ურთიერთობა დაიძაბა, ოღონდ მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. როგორც ბრალდებული განმარტავს, დაზარალებულმა ცუდი სიტყვებით მიმართა, რაც ასაკოვანმა ადამიანმა შეურაცხყოფად მიიღო. იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული შენახვის უფლებით. აღნიშნულ იარაღს ის საკუთარ სამუშაო ოთახში ინახავდა, რადგან სახლში მისი თქმით, ამის საშუალება არ ჰქონდა, შვილიშვილები წამოიზარდნენ, სეიფი არ მქონდაო, რის გამოც, სამუშაო ოთახში უსაფრთხოდ ინახავდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახარებული და ბედნიერია იმით, რომ ის გადარჩა. ის ზედმიწევნით ყვება ფაქტს, თუ რა მოხდა, როგორ განახორციელა გასროლა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ის ამბობს, დაშინების მიზნით ესროლა“, – განაცხადა შონიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры


Спорт в России и мире
Москва

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Акция «Чистый лес» состоялась в округе Шатура





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Башмет, Бутман и Мацуев выступят на юбилейном фестивале искусств Чайковского



Москва

"Евро-Футбол.Ру": ЦСКА хочет подписать игрока "Локомотива" Жемалетдинова

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net