რიჟვაძე: დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა
მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით?! – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ვინ და როდის დაიწყო ომი? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. „მეტი აქტუალური საკითხი აღარ არის ქვეყანაში თქვენი აზრით? დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა. დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.