“ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„აგრესიამ აჩვენა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ნასწავლი არაა. რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“ , – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.