ალექსანდრე თამაზაშვილი: მიუხედავად სააკავშვილის ხელისუფლების შეცდომების და ღალატის – რუსეთი ოკუპანტია!
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის შესახებ წერს:
“მიუხედავად სააკავშვილის ხელისუფლების შეცდომების და ღალატის – რუსეთი ოკუპანტია! მნიშვნელობა არ აქვს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, 8-ში , 9-ში თუ 29-ში – რუსეთი ოკუპანტია!
მნინვნელობა არ აქვს 14 წელი გავა, 20-ი თუ 30-ი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება!!!
მარადიული დიდება სამშობლოს დამცველებს”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.