ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა
0
14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ – ესტონეთი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- ნათქვამია განცხადებაში.