Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Июль
2022

ირაკლი ქადაგიშვილი: არავის არ მოსწონს, როდესაც ადამიანი აღელვებულია და აგრესიას გამოხატავს, მაგრამ …

0

არავინ არ ვართ დაზღვეული, რომ მძიმე შეურაცხყოფებზე, რომელიც პერმანენტული ხასიათის არის, არ გავცეთ პასუხი ისე, რასაც ეს აღვირახსნილი შემოტევა გულისხმობს ხოლმე. თმენის ვალდებულება გახდა უნიკალური ვალდებულება იმისა, რომ შეურაცხყოფა უნდა დაკანონდეს საქართველოში, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.

როგორც მან „პალიტრანიუსის” გადაცემაში “პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მედიას დაუბრუნებს თავის შინაარსს და თავად როგორც რიგითი დეპუტატი, ამ საკითხს დასვამს.

„ბუნებრივია, არავის არ მოსწონს, როდესაც ადამიანი აღელვებულია და აგრესიას გამოხატავს, მაგრამ აქ ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ – რა იწვევს ადამიანში ამ მდგომარეობის გამოწვევას. არავინ არ ვართ დაზღვეული, რომ მძიმე შეურაცხყოფებზე, რომელიც პერმანენტული ხასიათის არის არ გავცეთ პასუხი ისე, რასაც ეს აღვირახსნილი შემოტევა გულისხმობს ხოლმე. თმენის ვალდებულება გახდა უნიკალური ვალდებულება იმისა, რომ შეურაცხყოფა უნდა დაკანონდეს საქართველოში. თუ გოგონაზე და ქალბატონზეა საუბარი, მაშინ მანაც უნდა იცოდეს როგორ ისაუბროს. არ ვიცი თავად როგორ ვუპასუხებდი, იმიტომ რომ მრავალი შემთხვევა გვაქვს ასეთი, ეს არის ადეკვატური რეაგირება ადამიანის ფსიქიკის მხრიდან. მე რომ პოლიტიკოსი ვარ და თმენის ვალდებულება გამაჩნია, ეს არ არის უსაზღვრო რამ, დამისახელეთ ევროპაში და ამერიკაში ჟურნალისტი თუ გადადის ზღვარს თავისი პროფესიული მოვალეობის დროს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ვალდებულია თმენის ვალდებულება გამოიყენოს. გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მედიას დაუბრუნებს თავის შინაარსს და მედიის სახეს. არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, რომ გატარდეს ამ მიმართულებით, მე როგორც ერთი დეპუტატი დავსვამ საკითხს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყანაში პოლარიზაციის საკითხს, მის დასრულებას და ამ კუთხით ოპოზიციასთან მუშაობის აუცილებლობას, ქადაგიშვილის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მხოლოდ პარლამენტში არის შესაძლებელი, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამ პროცესში არ ჩაერთვება.

,,აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების ვერ შესრულებაზე „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, არსებობს 12 რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტში უნდა შესრულდეს, სხვაგან ვერსად ვერ შესრულდება, იქნება ეს „ენჯეო“-ებში თუ მიტინგზე. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროცესში არ ჩავერთვებიო, პროცესში ჩართვა ნიშნავს თანამონაწილეობას. რატომ უნდა ვიმუშავოთ მათთან როდესაც დღე და ღამ რევოლუცია როგორ მოაწყონ ამაზე არიან ორიენტირებული. მაინც ვეპატიჟებით და ვთხოვთ, წავედით მიშელის ხელშეკრულებაზე, რომელსაც არ შემოუერთდნენ. ასეთი სიბრიყვე პოლიტიკაში დაუშვებელია, არ შეიძლება ასეთი მავნე კატეგორიებით სახელმწიფო ვაშენოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию


Спорт в России и мире
Москва

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Александрова вышла во второй круг турнира WTA в Хертогенбосе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию





Путин в России и мире
Москва

Эрдоган сообщил, что Фидан и Путин обсудили выборы в курдских районах Сирии


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Валерий Гергиев

Про царя в голове: Гергиев привез в «Большой» «Ивана Сусанина»



Москва

"Не доверяйте Китаю!": Правду о том, как запугивали людей в пандемию, раскрыли через 3 года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net