Добавить новость
123ru.net
News.ge
Июль
2022

მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის!

0

დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Facebook-ის გვერდზე წერს „ტვ პირველის“ მიერ დაანონსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი” და დღეს ცდილობენ მისი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.

„დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ.

“ნაცმოძრაობის მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ “მთავარი არხიც” კი არ (ან ვერ) კადრულობს ამ ხარისხის „ფეიკებს“. „ტვ1“-ის “რეალტივიზაცია” წარმატებით შედგა! შეძლეს!

დღეს ცდილობენ ჩემი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.

საუბარია გულივერ კუნჭულიაზე, ჩემს სიმამრზე, რომლის, როგორც მშენებლის პროფესიონალიზმზე და პროფესიულ წარმატებაზე დღემდე არავის გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს.

ზოგადი წარმოდგენისთვის, რაც მე ვიცი და უცებ მახსენდება, მისი კომპანიის ანგარიშზეა შემდეგი ობიექტები:

მთაწმინდის პარკის მშენებლობა; ბადრი პატარკაციშვილის “არკადია”; ქობულეთის პარკი; რესტორანი “არაგვი”; “გუჯარი”; “მცხეთის ღვინის პალატა”; შატო “ასკანა”; სასტუმრო “ახაშენი”; სასტუმრო “ლოპოტა”; ღვინის ქარხნები რუისპირში, ქედაში, ველისციხეში, პატარძეულში, საგურამოში და სხვა ათობით მსხვილი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია.

ასეთი ადამიანის ფინანსური და ქონებრივი წარმატების ჩემზე მოწერას და მისი კომპანიის რეპუტაციის განადგურებას ცდილობენ – სიუჟეტის ანონსში ჟურნალისტი ამბობს, რომ კომპანია კოტრდება და მტკიცებულებად მოაქვს კადრები და ინტერვიუ ხის ცეხიდან

სინამდვილეში კი წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, წარმატებული და პროფესიონალი მშენებელი ათწლეულების განმავლობაში ნაშენები შეუბღალავი რეპუტაციით, მილიონობით ლარის ბრუნვა მის კომპანიებზე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული (მაგალითისთვის, მხოლოდ მის ერთ კომპანიას ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი), ათეულობით სხვადასხვა სახის უძრავი ქონება მის და მისი ოჯახის წევრების სახელზე პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე. მას შემდეგ კი მის მიერ ახალი შენაძენი – სამი მიწის ნაკვეთი (სამივე ნაყიდი, არც ერთი არავის უჩუქებია მისთვის!) და 263 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში 2004 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში, ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ, საიდანაც 136 კვ.მ. უკვე გაყიდა ბოლო პერიოდში, საგურამოს სახლების მშენებლობისთვის და ამ ყველაფრის ფონზე, ისრების ჩემკენ გადმოტანის ბინძური მცდელობა მაშინ, როდესაც თავად მე დღემდე მის მიერ 2003 წელს შეძენილ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ საბურთალოს ქუჩაზე და ზაფხულობით – მის აგარაკზე საგურამოში.

„ტვ1“-მა სინამდვილეში კარგად იცის (საჯარო ამონაწერებით უმარტივესი გასარკვევია), რომ თავისი შვილებისთვის საგურამოში სახლების ასაშენებლად, (მიმდინარე შემოსავლების და საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გარდა) ჯამში სამი ბინა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაყიდა.

სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არც ერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო ტენდერში.

დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში.

  1. S. სიგარეტი ძალიან დიდი ხანია არ მომიწევია და ეს ძველი კადრები დაბლარეთ მაინც”, – წერს მამუკა მდინარაძე.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем


Спорт в России и мире
Москва

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Билли Айлиш

Подняли с Пола: юбилейный раритет Маккартни и блуждания Билли Айлиш



Москва

Роспотребнадзор изъял свыше 60 тонн продукции, которая может вызвать ботулизм

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net