უკრაინის თავდაცვის მინისტრი: გამარჯვების შემდეგ, ხარკოვი საუკეთესო ადგილი იქნება რუსეთის ტრიბუნალისთვის
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსი რეზნიკოვის განცხადებით, ხარკოვი რუსეთისთვის ტრიბუნალის მოსაწყობად სწორი ადგილი იქნება.
„სალტივკა ხარკოვში არის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი უკრაინაში, მოსახლეობის მიხედვით, როგორც მარიუპოლი. ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი. ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება სწორი ადგილი რუსეთის ტრიბუნალისთვის“, – წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.
ხარკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მუდმივი დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნეა.