კულტურული შოკი თუ ძველი თაობის დაავადება – რა არის პარიზის სინდრომი
პარიზი, საფრანგეთის დედაქალაქი, უდიდესი ისტორიის მქონე ადგილია. აქ ისეთ ღირსშესანიშნაობებს შეხვდებით, როგორიცაა ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, ღვთისმშობლის ტაძარი და ლუვრი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმი.
მიუხედავად ქალაქის მდიდარი კულტურული კერების, არქიტექტურული მრავალფეროვნების და შესანიშნავი რესტორნებისა, ზოგიერთი ტურისტი ვერ ახერხებს პარიზში მოგზაურობისას სიამოვნების მიღებას. სინათლის ქალაქში ჩასვლისას ადამიანთა გარკვეული ნაწილი განიცდის “პარიზის სინდრომს”. ეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაა, რომელიც ისეთი სიმპტომებით, ხასიათდება, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ჰალუცინაციები და გულისცემის გახშირება.
მაგრამ კონკრეტულად რა არის პარიზის სინდრომი? ვინ განიცდის მას და რატომ? იგი აღიარებულია მრავალი ექსპერტის მიერ, როგორც ნამდვილი, თუმცა იშვიათი მოვლენა. სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორის, მატიუ დეფლემის თქმით, პარიზის სინდრომი “ყველაზე გავრცელებულია იაპონელ ტურისტებს შორის”. რატომ არიან იაპონელები ასე მგრძნობიარე?
„ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელსაც ისტორიულად ჰქონდა სრულიად განსხვავებული რწმენის სისტემა და განვითარების ტრაექტორია ევროპის ქვეყნებისგან“, – განუცხადა Live Science-ს როდანტი ცანელიმ, კულტურული სოციოლოგიის პროფესორმა გაერთიანებული სამეფოს ლიდსის უნივერსიტეტში. ეს კულტურული განსხვავებები, ისევე როგორც სავარაუდოდ დაუკმაყოფილებელი რომანტიკული მოლოდინები, ხსნის იმას, თუ რატომ არიან იაპონელი ვიზიტორები პარიზის სინდრომის მაღალი რისკის ქვეშ.
„კულტურული შოკი არის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება მნიშვნელობის დაკარგვის შედეგად, როდესაც ადამიანები ერთი სიმბოლური რეალობიდან მეორეში აღმოჩნდებიან ჩაძირულნი“, – წერს რეიჩელ ირვინი, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა მკვლევარი.
სინდრომი, სავარაუდოდ, „თაობათა ფენომენია“, რადგან ახალგაზრდები უფრო აქტიურად არიან ჩართულები გლობალურ პროცესებში და შესაბამისად, უცხო გარემოს აღქმის მიმართ მეტი მზაობა აქვთ. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არავინ არ არის დაცული კულტურული შოკისგან, მიუხედავად მათი ასაკისა და მოგზაურობის ისტორიისა.
წყარო: livescience.com