“გადავდგები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა შემცვლელი გამოჩნდება”, – ბორის ჯონსონი
სატელევიზიო გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ დათანხმდება სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს. თუმცა ჯონსონი აპირებს თანამდებობაზე დარჩეს იქამდე, ვიდრე რეალური მემკვიდრე არ გამოვლინდება.
“როგორც შემეძლება, მხარს დავუჭერ ახალ ლიდერს”, – ბორის ჯონსონმა ხუთშაბათი დღე ვაკანსიების შერჩევაში გაატარა. ჯეიმს კლერლი, იქამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, განათლების მდივნად დაინიშნა. რობერტ ბაკლენდი, რომელიც იყო მათ შორის, ვინც ამბობდა, რომ ჯონსონი უნდა გადადგეს, უელსის მდივნად დანიშნეს. ზოგიერთმა დეპუტატმა კი მოქმედ პრემიერთან მუშაობაზე უარი განაცხადა.
წყარო: insider.com