ყველაზე დიდი ცუნამი დედამიწის ისტორიაში
1958 წლის ივლისში ალასკას სამხრეთ სანაპიროზე 8.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწის შერყევამ გამოიწვია მასიური მეწყერი მეზობელ ლიტუიას ყურეში, რაც დამანგრეველი ცუნამის მიზეზი გახდა.
უზარმაზარმა ტალღამ ხეები გაათანაბრა ყურის მიმდებარე ციცაბო ფერდობებზე ზღვის დონიდან მაქსიმუმ 1719 ფუტის (524 მეტრის) სიმაღლეზე, შედარებისთვის წარმოიდგინეთ ნიუ-იორკის Empire State Building, რომელიც დგას 1454 ფუტის ანუ 443 მეტრის სიმაღლეზე. ეს ცნობილია, როგორც გაშვების სიმაღლე, ან სიმაღლე, რომელსაც ტალღა აღწევს ხმელეთზე ჩამოსვლის შემდეგ.
„ყველაზე დიდი ტალღა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა და თვითმხილველები ჰყოლია“, განუცხადა Live Science-ს ჰერმან ფრიცმა, ამერიკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორმა, რომელიც სწავლობს ცუნამებსა და ქარიშხლებს.
სავარაუდოდ, დედამიწის ისტორიაში ადგილი ჰქონია უფრო დიდ ტალღებსაც, თუმცა მათი გამოკვლევა შესაძლებელია მხოლოდ გეოლოგიური საბადოებიდან და ისინი ღიაა ინტერპრეტაციისთვის, რადგან ამ ყველაფრის მომსწრე კაცობრიობა არ ყოფილა.
წყარო: livescience.com