გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად
0
“ჩემის აზრით, დეპოლარიზაციის თემის შემოტანა ევროკავშირის პირობების ჩამონათვალში ხელოვნური და ბუნდოვანია.
გაუგებარია, საერთოდ რას ნიშნავს პოლიტიკური პროცესის დეპოლარიზაცია, რადგან საკუთრივ პოლარიზაცია კრიზისის შედეგია და არა მიზეზი.
ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად, შემდგომში საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად და ოპოზიციისთვის გადასაბრალებლად.
სინამდვილეში, უნდა გადაწყდეს დანარჩენი 11 და დეპოლარიზაციის თემა თავისთავად მოიხსნება,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.