უკრაინაში დონბასის გათავისუფლებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის – მისი დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია
„საბოლოო მიზანი – ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.
„არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და მე არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.