მოხერხებადია სერიოზული პროგრესის ჩვენება ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც ევროკავშირის 12 პუნქტზე ვსაუბრობთ
ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა დაწყებულია და ის კვირის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება. 12 პუნქტიანი დოკუმენტის შესრულების გეგმაში დეტალურად გაიწერება ვადებიც, თუ როდის და რა რეფორმის გატარება უნდა მოხდეს ქვეყანაში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციებში არ არსებობს ისეთი პუნქტები, რომლის შესრულებაც სურვილის შემთხვევაში შეუძლებელია. ამისთვის კი ისინი მზად არიან კონსულტაციები ყველასთან გაიარონ, თუმცა ერთი პირობით – რადიკალურმა მხარემ რიტორიკა უნდა შეცვალოს.
“ვფიქრობთ, რომ რეალურად მოხერხებადი იქნება სერიოზული პროგრესის ჩვენება ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც 12 პუნქტზე ვსაუბრობთ,” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.