უცხოპლანეტელების შესაძლო სიგნალი
ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მოხსენება იმის შესახებ, რომ უზარმაზარმა ჩინურმა ტელესკოპმა, რომელსაც “ცის თვალს” უწოდებენ, სიგნალი მიიღო უცხო ცივილიზაციისგან. შემდეგში კი ეს მოხსენება წაშალეს.
პეკინის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს “რამდენიმე შემთხვევა და ტექნოლოგიური კვალი, რაც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებთან იყოს დაკავშირებული”, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურ გაზეთში “Science and Technology Daily” გამოქვეყნდა.
მკვლევარები ჯერ კიდევ 2020 წელს აცხადებნენ, რომ “ცის თვალმა”, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპია, დააფიქსირა ორი საეჭვო ვიწროზოლიანი, პოტენციურად ხელოვნური რადიოსიგნალი.
წყარო: livescience.com