ზეინაბ დიასამიძე: ამ შენობის მოფერება და შენახვა ყველა მოქალაქის ვალია…თუკი ღირსება გააჩნია!
0
ძირძველი ბათუმელი, კარდიოლოგი ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“რისთვის ვწერ და ვისთვის ვწერ ამ პოსტს არც კი ვიცი… იქნებ ეს ჩემი ბოლო ფეისბუქ პოსტიც იყოს…. აზრი დაეკარგა ყველაფერს…ჩემს აქ ყოფნასაც, რადგან ირგვლივ ისეთები ხდება…მე კი დუმილი არ ძალმიძს… და ასე გავხდი მუდამ ნეგატივზე ორიენტირებული…არადა დაბადებიდან პოზიტიური ვიყავი ყოველთვის….
ეს ისე…პროლოგად….
ეხლა კი ბათუმის სამშობიარო სახლის შენობაზე მინდა გიამბოთ…
ეს ულამაზესი შენობა როტშილდების კლანის საკუთრებაა… ის ამ ოჯახმა თავისთვის აიშენა, თუმცა დასაქცევი რევოლუციური ქარცეცხლის ატეხვისთანავე კარი გამოიხურეს და დატოვეს სახლიც და ქვეყანაც.
30-იან წლებში ჩემმა ბაბუამ -ილია იორაიშვილმა, რომელიც 37 წლამდე ქალაქის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა (37 წელს გულაგში გადაასახლეს) თხოვნით მიმართა ქალაქის მერს… რათა ამ დაცარიელებულ შენობაში სამშობიარო სახლი გახსნილიყო… ”ახალი თაობა მშვენიერებაში უნდა დაიბადოსო”… ასეც მოხდა, კლინიკის დირექტორად იოსებ ჩარკვიანი დაინიშნა, რომელსაც უძლიერეს ექიმთა კოჰორტა ედგა გვერდით… არ ჩამოვთვლი…რადგან ძალიან დავაშავებ ვინმე რომ გამომრჩეს…
აქ დაიბადა თითქმის ყველა ბათუმელი….
ამ შენობის მოფერება და შენახვა ყველა მოქალაქის ვალია…თუკი ღირსება გააჩნია!
PS. ამ შენობას ფასადი არ უნდა ჩამოენგრეს და თავზე ”შკაფი” არ უნდა დაუშენდეს…
… გუშინ ბათუმში ერთი კარგი და კეთილშობილი ბათუმელის ნაჩუქარი შენობა დაინგრა….უნდა შენარჩუნებულიყო….მაგრამ ”ფასადმა ვერ გაუძლოო”…
იყოს ეგრე…რადგან იტყუილებით…ალბათ სადღაც სინდისის ქენჯნასაც გრძნობთ!!!”