საქართველომ, ღირსეულად, ახალ წელს უნდა შეაბიჯოს ევროპაში კანდიდატის სტატუსით
ევროპული პერსპექტივა საქართველოს – ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს.
გადაწყვეტილება დღის თემაა თბილისში, განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ იმ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, რომელიც ევროკომისიამ გასცა, კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს
“ეროვნულ თვითშეგნებას უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ, უნდა გამოვიდეთ გარეთ. “ქართული ოცნება” და ოლიგარქული რეჟიმი ფიქრობს, რომ მოდის ზაფხული, ხალხი წავა დასასვენებლად და ეს მუხტი ჩაქრება. ჩვენ სამშობლო და საქართველო გულისხმობს და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ გზას აგვაცდინონ. საქართველომ ღირსეულად ახალ წელს უნდა შეაბიჯოს ევროპაში კანდიდატის სტატუსით, ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად”, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.