მითი თუ რეალობა – საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
ზოგიერთი ჩვენგანი საუზმედ ტოსტს და ფინჯან ჩაის მიირთმევს, ვიღაც მხოლოდ ბანანს და ვაშლს გაიყოლებს გზად, სხვამ შეიძლება საერთოდ უარი თქვათ დილით საკვების მიღებაზე დატვირთული გრაფიკის გამო.
ბევრი ადამიანისთვის დღის ეს ნაწილი პრიორიტეტული არ არის, რადგან თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უნდა დაუთმოს დრო ან საერთოდ ვერ გრძნობს შიმშილს, თუმცა რა ხდება რეალურად ამ დროს ჩვენს ორგანიზმში?
საუზმე გლუკოზის მნიშვნელოვან მარაგს ავსებს, რაც ზრდის ენერგიის დონეს და გვეხმარება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ პროდუქტიულები. ასევე გვიცავს წონის არასასურველი ცვლილებებისგან. დილით საკვების მიღება აუმჯობესებს ჩვენი კანის სიჯანსაღეს და უნარჩუნებს მას ჯანმრთელ იერს. გარდა ამისა საუზმე აუცილებელია ტვინის სწრაფი და კარგი ფუნქციონირებისთვის, რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.
გახსოვდეთ, რომ ყოველი გამოტოვებული დილის კვება ზრდის დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების და ქოლესტერინის მომატების რისკს ორგანიზმში. რეალობაა, რომ საუზმე თქვენი რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.